20:14 - 09 Aug, 2026
|
2020-10-10 10:54:27, 523 ნახვა
საზოგადოება
დიდ დიღომში ახალი სკვერი მოეწყო
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩა N73-ის მიმდებარედ ახალი სკვერი მოეწყო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. სკვერში საბავშვო ზონა მოეწყო, სადაც კაუჩუკის საფარი დაიგო და ატრაქციონები დამონტაჟდა. აგრეთვე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკი, LED განათების სისტემა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდა. სკვერის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა, დაირგო ხე-მცენარეები და რულონური ბალახი დაიგო. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 137 999 ლარი გამოიყო. სამუშაოები კი, კომპანიამ „გრინსერვისი+" შეასრულა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)