|
2015-09-18 17:50:04, 754 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელებს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის ნავთობტერმინალისა და ბათუმის ნავსადგურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა, რომლებმაც წარმოადგინეს ორივე ობიექტის განვითარების გეგმები. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე. შეხვედრაზე განხილული იყო ბათუმის ნავთობტერმინალსა და ნავსადგურთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები. აღინიშნა, რომ ნავთობტერმინალსა და ბათუმის ნავსადგურში ინვესტორმა კომპანიამ თანამშრომლებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან ანაზღაურება 12–15 პროცენტით გაუზარდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განვითარების შესაძლებლობები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)