20:14 - 09 Aug, 2026
|
2020-10-09 17:39:25, 552 ნახვა
საზოგადოება
ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩაზე ბეტონის საფარი ეწყობა
ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამ დროისთვის, ახალდაბაში, ბეთანიის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, ქუჩის დასაწყისში და ბოლოში იგება ასფალტის საფარი, დანარჩენ მონაკვეთზე კი, ბეტონის გზა ეწყობა. ბეთანიის ქუჩის განახლება ადგილობრივების დიდი თხოვნა იყო. დაზიანებული გზის და დიდი აღმართის გამო, ქუჩაზე შეუძლებელი იყო გადაადგილება, მათ შორის, სასწრაფო სამედიცინო მომსახურების და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ავტომანქანების მოძრაობა. გზის მოწყობის შედეგად, მოწესრიგდება 2 182 კვ. მ ფართობის ქუჩა, რაზეც 381 350 ლარია გამოყოფილი. საგზაო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)