02:53 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 14:01:17, 872 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ეპიდვითარების დასტაბილურების გამო, შესაძლოა, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონში ეპიდვითარების დასტაბილურების და შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების შესახებ გააკეთა კომენტარი.

,,იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდვითარება დასტაბილურდა, ყოველდღიურ რეჟიმში ვახერხებთ, რომ გვქონდეს დაახლოებით 100-ზე მეტი საწოლი თავისუფალი, ეს გვაძლევს საშუალებას და დღის წესრიგში დგას შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა. გატარებულმა ღონისძიებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის მაქსიმალურ შემცირებას, განსაკუთრებით ქალაქ ბათუმში, უკვე შესაბამისი შედეგები გამოიღო. სტაბილიზაცია, რომელიც გვაქვს ეპიდმართვის ნაწილში განპირობებულია მობილობის მაქსიმალური შემცირებით", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რამდენიმე დღის წინ აჭარაში დაინფიცირების ახალი შემთხვევების პიკური მაჩვენებელი დაფიქსირდა და შეადგინა 416 ინფიცირებული 24 საათის განმავლობაში. დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების და უწყებების კოორდინირებული მოქმედების შედეგად, რეგიონში შემთხვევების კლების დინამიკა ნარჩუნდება და დღეს აჭარაში ახალი ინფიცირების 190 შემთხვევა დაფიქსირდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, პირველი რიგში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი და დეტალური გეგმა შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით მომავალ კვირას გახდება ცნობილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics