|
2020-10-09 12:01:07, 404 ნახვა
საზოგადოება
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი უფასოდ მოემსახურება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგების დასახლებისკენ მიმავალ მგზავრებს მუნიციპალური ავტობუსი მოემსახურება. დედაქალაქის მერიის მიერ დანიშნული ავტობუსი 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებს და იმ მგზავრებს, რომლებიც ბაგებიდან მაღლივ კორპუსამდე, ან უკუმიმართულებით გადაადგილდებიან, უფასოდ გადაიყვანს. ავტობუსი გადაადგილებას წყნეთის გზატკეცილიდან დაიწყებს და ჩოლოყაშვილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით, უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება. აღნიშნული მარშრუტი განკუთვნილია მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაგების დასახლების დასაკავშირებლად. შესაბამისად, ტრანსპორტი შუალედურ გაჩერებებზე მგზავრების აყვანისა თუ ჩამოსხმის მიზნით, არ გაჩერდება. ბაგების დასახლებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, 9 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით დაიკეტება. დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)