|
2020-10-08 18:01:32, 567 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანმა EBRD-ის ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველმა ივანე მაჭავარიანმა მონაწილეობა მიიღო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) ახალი პრეზიდენტის არჩევნებში. EBRD-ის მმართველთა საბჭომ დახურული კენჭისყრის წესით ბანკის ახალ პრეზიდენტად ოდილ რენო ბასო (Odile Renaud-Basso) აირჩია, რომელსაც ამ დრომდე საფრანგეთის ხაზინის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა. „დღეს გაიმართა მნიშვნელოვანი არჩევნები. საქართველოს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა განვითარების პარტნიორმა - ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკმა აირჩია ახალი პრეზიდენტი. მინდა საქართველოს სახელით, ქალბატონ ოდილ რენო ბასოს მივულოცო არჩევნებში გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში. განსაკუთრებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, როგორც ძლიერი პარტნიორისა და დონორის როლი ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში. დარწმუნებული ვარ, ახალი პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის ისტორია კვლავ დინამიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)