|
2020-10-08 16:03:10, 514 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: საგადასახადო შეღავათების მინიჭება დამატებით ბიძგს მისცემს გლობალურ აიტი კომპანიებს შემოვიდნენ საქართველოში
„ისეთი შეღავათის მინიჭება, როგორიც არის მოგების გადასახადის 15%-ის ნაცვლად, ხუთი პროცენტი, საშემოსავლო გადასახადის 5%, დამატებით ბიძგს მისცემს რეგიონალურ კომპანიებს, მათ შორის გლობალურ აიტი კომპანიებს, შემოვიდნენ საქართველოში და დაასაქმონ ჩვენი ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც დღეს შეიძლება უკვე საქმიანობენ ამ სფეროში, მაგრამ აქვთ „ფრილანსერის" სტატუსი. სწორედ ეს საგადასახადო შეღავათი მისცემს, ერთი მხრივ, მეტ სტიმულს გლობალურ აიტი კომპანიებს , რომ საქართველო განიხილონ როგორც პლატფორმა და, მეორე მხრივ, ჩვენივე მოქალაქეებს დაიწყონ მუშაობა ასეთ კომპანიებში, შემდგომში გაიზარდონ და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კორპორატიზებული სახე მიეცეს ამ ბიზნესს" - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მთავრობამ შეარჩია ორი სფერო, სადაც დღეს ყველაზე მეტი შესაძლებლობაა, საშეღავათო რეჟიმის შეთავაზებით მაქსიმალურად მოვიზიდოთ საერთაშორისო გლობალური კომპანიები და უცხოური ინვესტიციები. ერთ-ერთი მათ შორის სწორედ აიტი სფეროა - სერვისები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული პროგრამირება და ამასთან დაკავშირებული მთელი რიგი საქმიანობები, რაც მიმზიდველი და აღმავალი ინდუსტრიაა. „რომ შევაჯამოთ, ეს არის ე.წ. რელოკაციისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული სტრატეგიის შემდგომი გაგრძელება და შემდგომი ნაბიჯი, რაც ამ რამდენიმე ხნის წინ დავაანონსეთ და დავიწყეთ. ჩვენი მიზანია, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, შევძლოთ, საქართველო კვლავ და კიდევ უფრო მეტად განიხილებოდეს უცხოელი ინვესტორების მიერ როგორც მიმზიდველი პლატფორმა, რომელიც მიუხედავად ყველა გლობალური გამოწვევისა, გამოიყურება ყველაზე მეტად სტაბილურად, სთავაზობს ყველაზე კარგ საგადასახადო და ბიზნესსგარემოს. ეს იქნება ცალსახა მოტივაცია ამ კომპანიებისთვის, რომ შემოვიდნენ საქართველოში და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან" - განაცხადა მინისტრმა.
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)