20:12 - 09 Aug, 2026
|
2020-10-07 19:23:35, 607 ნახვა
საზოგადოება
გენერალურ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს
საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსის, ივერი მელაშვილის და წევრის, ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებიან. აქციის მონაწილეები დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებენ. შეგახსენებთ, რომ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს, 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)