|
2020-10-07 13:42:14, 579 ნახვა
საზოგადოება
სამეანო-ნეონატალური საქმიანობის ნებართვის მქონე 13 სტაციონარულ დაწესებულებას, განმეორებით პერინატალური რეგიონალიზაციის დონე განესაზღვრა
სამეანო-ნეონატალური საქმიანობის ნებართვის მქონე 13 სტაციონარულ დაწესებულებას, განმეორებით პერინატალური რეგიონალიზაციის დონე განესაზღვრა. აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ, „პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის დონეების შეფასების საკოორდინაციო ჯგუფის“ სხდომაზე მიიღეს. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შეისწავლა ჯანდაცვის მინისტრის 2015 წლის 15 იანვრის N01-2/ნ ბრძანებით განსაზღვრული, პერინატალური რეგიონალიზაციის დონისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან, ზემოაღნიშნული დაწესებულებების შესაბამისობის საკითხი. შესწავლა განხორციელდა როგორც დოკუმენტურად, ასევე ადგილზე, სამუშაო ვიზიტებით. ამ ეტაპზე, პერინატალური რეგიონალიზაციის დონის მოქმედების ვადების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა 13 სამედიცინო დაწესებულება. სააგენტოს მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, საბჭომ, განმეორებით პერინატალური რეგიონალიზაციის დონის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ცამეტივე დაწესებულების მოთხოვნა დააკმაყოფილა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)