|
2020-10-07 13:05:49, 464 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ვაზის ჯიშების გენეტიკური იდენტიფიკაცია მიმდინარეოს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოლეკულური მარკირების (დნმ) ლაბორატორიაში, დნმ-ის მარკერების გამოყენებით, ვაზის ჯიშების იდენტიფიკაცია მიმდინარეობს. დღეისათვის, გამოკვლეულია ვაზის 50 ჯიში, მათ შორის, 20 იშვიათი, 10 უცხოური და, ასევე, ვაზის ველური ფორმები. დნმ ლაბორატორიამ კვლევებიდან მიღებული მონაცემების ვალიდურობის შეფასებისთვის და მათთან შედარების მიზნით, ექსპერიმენტში სხვა ქვეყნის ლაბორატორიების მიერ უკვე კარგად გამოკვლეული ვაზის ქართული 10 ჯიშიც ჩართო. ანალიზური კვლევები საკმაოდ რთულ პროცესებს მოიცავს - შერჩეული ვაზის ჯიშების ინდივიდების ნიმუშებიდან დნმ-ის ექსტრაქცია (გამოყოფა), 9 წყვილი სპეციფიკური პრაიმერების გამოყენებაზე დაფუძნებული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით ჯიშების იდენტიფიცირება და ვაზის ქართული ჯიშების გენომების ბიონფორმატიული ანალიზი. მოლეკულური მარკირების ლაბორატორია ზოგიერთ ექსპერიმენტს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიასთან ერთად ახორციელებს. მიღებული შედეგებით, ვაზის გლობალურ პოპულაციებში, ადგილობრივი ჯიშების ფილოგენიის შესწავლა და მათი გენეტიკური ნათესაობის განსაზღვრა მოხდება. ანალიზური კვლევებით ასევე შესაძლებელი ხდება ვაზის დომესტიკაციის პროცესის შეფასება. მოლეკულური მარკირების ლაბორატორია ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებული ვაზის ქართული 470 კულტურული ჯიშის და 150-მდე ველური ფორმის დნმ იდენტიფიკაციას ეტაპობრივად გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)