|
2020-10-07 11:44:06, 790 ნახვა
საზოგადოება
ილია ფილფანის ოჯახი მისი შვილის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს 50 000 ლარს გადასცემს
ილია ფილფანის ოჯახი მისი შვილის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიმწოდებელს 50 000 ლარს გადასცემს, - ამის შესახებ ფილფანის დედამ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, სთავაზობენ ჯილდოს - 30 000 ლარის ოდენობით. „გვსურს, ძებნაში დახმარებისთვის გამოვაცხადოთ ჯილდო. მზად ვართ, 50 000 ლარი გადავიხადოთ. ინფორმაციისთვის, რომელიც დაეხმარება ბავშვის ადგილსამყოფელის ან მის გაუჩინარებასთან კავშირში მყოფი პირების დადგენაში, ჩვენ ვთავაზობთ ჯილდოს - 30 000 ლარის ოდენობით. ჩვენი მხრიდან გაძლევთ სრულ გარანტიას ამ ინფორმაციის კონფინდენციალურობის. ვცდილობთ ვისარგებლოთ ყველა შესაძლო საშუალებით რათა ვიპოვოთ ჩვენი შვილი“, - განაცხადა ფილფანის დედამ. შეგახსენებთ, რომ სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლი ყვითელი ცირკულარით ეძებს. ილია ფილფანი 18 ივლისს დილით სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)