|
2020-10-06 17:35:54, 586 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ამხანაგობების 181 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა
ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 2020 წლის იანვრიდან დღემდე, გამგეობის მიერ, 181 სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა. კერძოდ, რაიონის უბნებში 61 მისამართზე ლიფტი რეაბილიტირდა, განახლდა 50 მრავალბინიანი სახლის სახურავი და ახალი წყალსაწრეტი მილები დამონტაჟდა. გარდა ამისა, დაფინანსდა სადარბაზოს, მისი კარის და შესასვლელის რემონტის 21 პროექტი, მრავალბინიანი სახლის გამაგრების 3 პროექტი, განახლდა წყალარინების 26 შიდა ქსელი, 5 სახლის სართულშუა ნაპრალები და 15 საერთო სარგებლობის კიბე. სულ, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3 მილიონ 840 000 ლარი გამოიყო. ყველა პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში და ამხანაგობების ოფიციალური მოთხოვნების შესაბამისად დაფინანსდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)