|
2020-10-06 12:46:44, 924 ნახვა
საზოგადოება
არჩილ თალაკვაძე - ვენეციის კომისიასთან გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და მათ რეკომენდაციებს ოქტომბერში ველოდებით
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს ვენეციის კომისიასთან წინასწარი კომუნიკაცია ჰქონდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ვენეციის კომისიის წარმომადგენლები სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა. „ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია და ისინი სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ საშემოდგომო სესია არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ზუსტად 30 სექტემბერს იხურებოდა. შესაბამისად, ჩვენ მოვიქეცით პასუხისმგებლიანად და ბოლო სასესიო დღის ჩათვლით ველოდით ვენციის კომისიისგან წინასწარ პოზიციას, მოსაზრებებს და დასკვნებს. მათ გვითხრეს ასევე წინასწარ, რომ მხოლოდ ოქტომბერში შეძლებდა კომისია ამ დასკვნის რეკომენდაციების დამტკიცებას და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის წამყვანი სპიკერი პეტერ სატანო საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით განცხადებს ავრცელებს. განცხადებაში ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)