08:54 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-05 23:30:22, 406 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: მოსახლეობასთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები და მათ საერთო განწყობა

,,ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი დღეს სოფელ ჯიხაშკარისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა, ჯერ კიდევ რჩება  საკითხები, რომელთა მოგვარების გზებზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობა მიმდინარეობს.

,,დღეს ჯიხაშკარისა და ხეცერის მოსახლეობას შევხვდით. ადგილობრივებთან საუბრისას ყველაზე კარგად იკვეთება, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სოფლებში განხორციელებული პროექტების სიკეთეები და მოსახლეობის საერთო განწყობა.

ზუგდიდში  პანდემიის პირობებშიც არ შეჩერებულა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ყველა სოფელთან მისასვლელი გზა, მოწესრიგებული იქნება.

ჯიხაშკარში  წალენჯიხასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა უკვე მოწყობილია, რითაც მოსახლეობის წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოვაგვარეთ. ვგეგმავთ საჯარო სკოლის რეაბილიტაციასაც.

დღის ბოლოს შეხვედრა ხეცერაში დავასრულეთ. სხვა სოფლების მსგავსად, გზის რეაბილიტაცია აქაც აქტიურად მიმდინარეობს"-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრები დღის ბოლოს  ხეცერაში დაასრულა, სადაც სხვა სოფლების მსგავსად გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

კანდიდიატთან ერთად შეხვედრებს, მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და ,,ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია შეხვდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics