|
2020-10-02 02:22:57, 621 ნახვა
საზოგადოება
ხელვაჩაურში მძიმე ტექნიკით სამაშველო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება
ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში მძიმე ტექნიკით სამაშველო სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება. ამ დროისთვის ადგილზე გამოჩნდა ტექნიკის ნაწილი. სტიქიის ადგილზე მისასვლელი ყველა გზა ჩაკეტილია, ამიტომ ტექნიკის მიყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ადგილზე იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასევე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ჯგუფები. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერი ჩამოწვა. თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები. „სოფელში ადამიანებს ეძებენ“ – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. ადგილობრივების თქმით, მეწყერმა მოიყოლა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა. სოფელ ჯოჭოში, სტიქიის ადგილზე მაშველები და სოფლის მოსახლეობა მუშაობს. ეძებენ, სავარაუდოდ, 5 ადამიანს, ავტომობილში მხდომთ და სახლში მყოფ პირებს. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას. სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)