|
2020-10-02 00:57:44, 459 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა - თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
“ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა - თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა” , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „თქვენ ნახეთ მომავალზე ორიენტირებული კონკრეტული დაპირებები, კონკრეტული პროგრამა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ,,ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა. ჩვენ ვეცადეთ, რომ ორი საათის განმავლობაში ძალიან მოკლედ გვეთქვა, რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში და რის გაკეთებას ვაპირებთ ხვალ. ჩვენი ოპონენტები სულ რამდენიმე წინადადებაში ატევენ ხოლმე გასაკეთებელ საქმეს და დაპირებებს, იმას კი, თუ რამდენად რეალურია ეს მონაცემები, თქვენც ძალიან კარგად ხედავთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც, თუ ერთ წინადადებაში ჩავატევთ, შეიძლება ვთვქათ, რომ არის საზოგადოების, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა და განაცხადი, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ განცხადების და დაპირების სითამამის საფუძველს გვაძლევს ის დინამიკა, რაც განვითარების თვალსაზრისით აქვს ჩვენს ქვეყანას. ასევე, ის ინერცია და სტარტი, რომელიც ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია, თითქმის 8 წელია ავიღეთ. 4 წლის განმავლობაში კი უკვე ამ თამამ განაცხადსაც შევასრულებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)