|
2020-09-30 20:28:18, 677 ნახვა
კომენტარი
პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა
პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთს „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ დამოუკიდებლობის დღე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მიულოცა. პუტინმა აღნიშნა, რომ ეს დღეს არის სიმბოლო აფხაზი ერის სიმამაცისა და სიმტკიცის დღე. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთსა და ასლან ბჟანიას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ოკუპირებულ აფხაზეთში 30 სექტემბერს „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ ზეიმობენ. ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთი 1993 წლის სექტემბერს დატოვეს. სამხედრო დაპირისპირების შედეგად თბილისმა რეგიონზე კონტროლი დაკარგა. მსხვერპლი დიდი იყო კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს, დაიღუპა ათასობით ადამიანი, 300 000-ზე მეტი დევნილად იქცა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)