|
2020-09-29 19:15:32, 1304 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა - 79 წლის მამაკაცს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა
კორონავირუსით გარდაცვლილი 36-ე პაციენტი აჭარაში მკურნალობდა - 79 წლის მამაკაცს მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი. მათივე ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე მძიმედ შეფასდა. "79 წლის კაცი, 25:09:2020 წ. 08:46 სთ-დან. მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი: COVID -19, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 18:00 საათზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)