17:42 - 07 Jul, 2026
|
2020-09-29 14:12:21, 1147 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა - 70 წლის მამაკაცს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 34-ე პაციენტი საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობდა. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის განცხადებით, გარდაცვლილი 70 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოში ქუთაისის კლინიკიდან დადასტურებული „კოვიდ 19“-ით 26 სექტემბერს შეიყვანეს. მისივე თქმით, მამაკაცს პნევმონიასთან ერთად, სხვა თანმდევი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა. „პაციენტს ჰქონდა ტუბერკულოზი. ბოლო პერიოდში დამძიმდა მისი მდგომარეობა და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა”, - განაცხადა მიხეილ ქამუშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)