|
2020-09-29 13:06:34, 1137 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში ბენეფიციარსა და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში ბენეფიციარსა და თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც თავშესაფრის დირექტორმა დეკანოზმა იოანე ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ტესტირება ჩაუტარდა კიდევ 5 ბენეფიციარს, რომლის პასუხებიც ჯერჯერობით არ არის ცნობილი. „30 ბენეფიციარი გვყავს საავადმყოფოში გადაყვანილი. 30-დან 25-ს აქვს დადასტურებული კოვიდ19, 5-ის პასუხს კი, ველოდებთ, სამწუხაროდ გვყავს ასევე 10 დაინფიცირებული თანამშრომელი, რომელიც გადაყვანილია საკარანტინე სასტუმროში“, - განაცხადა დეკანოზმა. მოგვიანებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ კოვიდ19 თავშესაფარში 13 ბენეფიციარს და 7 თანამშრომელს დაუდასტურდა. ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის რეკორდული, 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 270-ით გაიზარდა. ამასთანავე, დღეს კოვიდ19-ით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და ლეტალობის შემთხვევათა რიცხვი 34-მდე გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)