23:14 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-29 10:28:55, 512 ნახვა

საზოგადოება
ელიავას ბაზრობაზე ხანძრის შედეგად 15-მდე მაღაზია დაიწვა

დიდუბის რაიონის გამგებლის ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1000 კვ.მ. ფართობის ტერიტორია დაიწვა.

მისივე თქმით, როგორც ელიავას ბაზრობის მეპატრონე აღნიშნავს, ბაზრობა, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაზღვეულია.

„დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ. ეს არის 14-15 მაღაზია. ძალიან საშინელი მდგომარეობა იყო იმდენად, რამდენადაც ხის მასალები და პლასტმასის მასალები იყო ძირითადად და მოახერხეს მათი ლიკვიდაცია. როგორც მეპატრონე იძახის ბაზრობის ტერიტორია დაზღვეულია“,  - განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობაზე წუხელ, გვიან ღამით ხანძარი იყო, რის შედეგადაც  ხის მასალების საწყობი და რამდენიმე მაღაზია დაიწვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics