17:43 - 07 Jul, 2026
|
2020-09-28 12:30:03, 1612 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული მოსწავლეების გამო, ზუგდიდის სამ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, ზუგდიდში კორონავირუსი 14 მოსწავლეს დაუდგინდა. მისი თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე ზუგდიდის სამ სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში, ეს არის: რუხის, დიდინეძის და ინგირის საჯარო სკოლა გადავა დისტანციურ სწავლებაზე. დიდინეძის საჯარო სკოლის მოსწავლეებს კონტაქტი ჰქონდათ სხვა მოსწავლეებთან, ვინაიდან ისინი დაინფიცირდნენ რეპეტიტორისაგან, რომელსაც კორონავირუსი წინა დღეებში დაუდგინდა, მათი კონტაქტებია და აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდინეძის საჯარო სკოლაში უნდა ჩატარდეს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა“, - განაცხადა მალხაზ თორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)