11:43 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-27 12:24:24, 759 ნახვა

მსოფლიო
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ვითარება დაიძაბა - არიან გარდაცვლილები

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან.
სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანული არმია, იყენებს მძიმე არტილერიას, ბრონიტექნიკას და მიზნობრივ საჰერო დარტყმებს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 14 უპილიტო საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი მეომრების სისხლი არ დარჩება დაუსჯელი. ალიევის განცხადებით, სომხეთის არმიის შეტევის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაჭრილები.
ამასთან სომხეთის პრემიერ მინისტრმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია სადაც საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ იმსჯელებენ.
ამ ეტაპზე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ დაზუსტებული ცნობა, არ ვრცელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიციის გაერთიანება შეიძლება „ოცნების“ პარტიის ჩარევის გამო ჩაშლილიყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics