|
2020-09-24 16:20:45, 1480 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის“ შესყიდვა მოითხოვა
ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან „კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის“ შესყიდვა მოითხოვა, - ამის შესახებ დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა. მისივე განმარტებით, ვაქცინის შესყიდვა მოხდება ოკუპირებული ტერიტორიის ჯანდაცვის სამინისტროს სახსრებით. „ჩვენ გავაგზავნეთ მოთხოვნა, რადგან ჯერ არ დასრულებულა ვაქცინაზე მუშაობის მესამე ეტაპი და ის ჯერ რუსეთშიც არ გამოიყენება ფართომასშტაბიანად. ამასთან, ჩვენ მივმართეთ თხოვნით, რომ გვქონდეს წვდომა ამ ვაქცინასთან, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა სურვილის შემთხვევაში, შეძლონ ვაქცინაცია. ჩვენ გათვლილი გვაქვს, რომ მივიღებთ 15-20 ათას დოზას. რუსული მხარე განიხილავს ჩვენს მოთხოვნას და როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გაგვაგებინებენ“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)