|
2020-09-24 14:43:24, 601 ნახვა
კომენტარი
მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ დისტანციური სწავლების მეთოდი
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლების მეთოდი. „იმ სკოლებში, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ საკლასო ოთახებში სწავლის განახლებაზე, თუ მშობლები ჩათვლიან, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვმა სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელოს, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. სკოლები დაუკავშირდებიან მშობლებს და ვისაც ასეთი სურვილი ექნება, ისინი დარეგისტრირდებიან. ეს მაქსიმალურად მოქნილი სისტემაა და ყველას ინტერესს ითვალისწინებს“, – განაცხადა ჩხენკელმა. ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში სკოლებში სწავლა მეექვსე კლასის, ხოლო ფოთსა და გორში ყველა კლასის ჩათვლით განახლდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)