|
2020-09-23 18:41:48, 527 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ხვალ ონლაინრეჟიმში გაიხსნება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა – ტენდენციები და გამოწვევები" ხვალ, 24 სექტემბერს, ონლაინფორმატში გაიხსნება. ღონისძიებას გახსნის საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმებიან: არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) თავმჯდომარე დევიდ ფრიკერი; არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების (EURBICA) თავმჯდომარე, მალტის არქივის დირექტორი ჩარლზ ფარუჯა; ფინეთის ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი ჯუსი ნოურტევა; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე; ფილოლოფიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი; ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაციის პრეზიდენტი ვასილ კაჭარავა. საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებას 180-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი წაიკითხავს. მონაწილეთა შორის, საქართველოს გარდა, არიან გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, ფინეთის, იაპონიის, პოლონეთის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები. მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული არქივის დაარსების 100 წლისა და მეფე ერეკლე II-ის დაბადების 300 წლის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება. ღონისძიება მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: არქივმთცოდნეობა; წყაროთმცოდნეობა; სიძველეთმცოდნეობა; ისტორია/ხელოვნება, ისტორია/ეთნოლოგია; ფილოლოგია (კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია); კულტურათაშორისი კომუნიკაციები; რესტავრაცია-კონსერვაცია; ციფრული არქივები და მონაცემთა ბაზები; კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტი; საქართველო და სამხრეთ კავკასია 1918-1921 წლებში; მეფე ერეკელე II. კონფერენციის მიზანია სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარება. დაინტერესებულ მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, კონფერენციის მიმდინარეობას ლაივრეჟიმში, ეროვნული არქივის facebook-ის ოფიციალურ გვერდსა და ZOOM-ის პლატფორმაზე, ადევნონ თვალი. იხილეთ კონფერენციის პროგრამა ტექნიკური ინფორმაცია: ZOOM-ის პლატფორმაზე დაგეგმილი ონლაინკონფერენცია გაიმართება 24 და 25 სექტემბერს და დაყოფილია დღეში 4 პარალელურ სესიად. შესვენებისას - 24 სექტემბერს 14:10-დან 14:50-მდე და 25 სექტემბერს 13:10-დან 13:50-მდე კონფერენციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ იხილონ ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური კინოდოკუმენტები. ღონისძიებაზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმულები: 24 სექტემბერი: გახსნის ღონისძიება 09:00 – 09:30 https://us02web.zoom.us/j/84159166844 Meeting ID: 841 5916 6844 პირველი სესია (09:35 – 18:10) https://us02web.zoom.us/j/84159166844 Meeting ID: 841 5916 6844 მეორე სესია 09:35 – 18:10 https://us02web.zoom.us/j/85866497010 Meeting ID: 858 6649 7010 მესამე სესია 09:35 – 18:10 https://us02web.zoom.us/j/88628665352 Meeting ID: 886 2866 5352 მეოთხე სესია 09:35 – 18:35 https://us02web.zoom.us/j/86966793791 Meeting ID: 869 6679 3791 25 სექტემბერი პირველი სესია 09:00 – 17:35 https://us02web.zoom.us/j/88213284777 Meeting ID: 882 1328 4777 მეორე სესია 09:00 – 18:00 https://us02web.zoom.us/j/81818075357 Meeting ID: 818 1807 5357 მესამე სესია 09:00 – 18:50 https://us02web.zoom.us/j/83273949594 Meeting ID: 832 7394 9594 მეოთხე სესია 09:00 – 19:15 https://us02web.zoom.us/j/81136621655 Meeting ID: 811 3662 1655
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)