|
2020-09-23 13:15:34, 410 ნახვა
საზოგადოება
„ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობას „m2 ჯგუფი“ ოქტომბრის დასაწყისში განაახლებს
თბილისის მუნიციპალიტეტსა და სამშენებლო კომპანია „m2 ჯგუფს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მასშტაბით, დაუმთავრებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების მიზნით, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ აქტიურად მუშაობს.
„სამწუხაროდ, დედაქალაქში ძალიან ბევრი დაუმთავრებელი მშენებლობაა, რაც ვიზუალური თვალსაზრისით, პრობლემას წარმოადგენს. ასევე, იმ ადამიანებისთვის, ვინც წლების წინ გარკვეული თანხები გადაიხადეს, საცხოვრებელ ფართებს ელოდნენ და იმის გამო, რომ არაკეთილსინდისიერი სამშენებლო კომპანიები იყო, ვერ მოხერხდა ამ მშენებლობების დასრულება. დაახლოებით, 180 ობიექტია თბილისში, რომელსაც დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი აქვს. ჩვენ 2019 წელს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია“ შევქმენით, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს და დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემურ მშენებლობას განიხილავს. გვაქვს წარმატებული შემთხვევებიც. მაგალითად, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც ჩვენი მხრიდან განხორციელდა. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და სამშენებლო კომპანია „m2“-ს მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის. ამ კონკრეტულ ობიექტებზე მშენებლობები უკვე დაწყებულია და სამი წლის განმავლობაში, ყველა ის ადამიანი, ემიგრანტი, ვინც საცხოვრებელ ფართებს ელოდა, ბინას უკლებლივ ყველა მიიღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.
„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით და ხელშეკრულება გავაფორმეთ კომპანია „m2 ჯგუფთან“, რომ ეს პრობლემაც მოგვარდეს. ამ მიმართულებით უკვე მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყება. 400 ადამიანი ელოდება ამ მშენებლობის დასრულებას და სამი წლის განმავლობაში, ადამიანები საკუთარ ფართებს მიიღებენ. იცით, რომ 2006-2008 წლებში დაიწყო ამ პროექტის განხორციელება და წარმოიშვა სერიოზული პრობლემები. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ადამიანები უშედეგოდ ელოდებიან ფართებს. მშენებლობის მოცულობიდან და დაზარალებულთა რაოდენობიდან გამომდინარე, კომისია ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას. უკვე დასრულების ფაზაშია ,,ცენტრ პოინტის“ დაუმთავრებელი ობიექტების საკითხიც. აქაც ძალიან დიდი პრობლემაა. დაახლოებით, 6 000-მდე ოჯახზეა საუბარი. მუშაობა ერთი დღით არ შეგვიჩერებია. ჩემი მოადგილე, ილია ელოშვილი ხელმძღვანელობს ამ მიმართულებას და ვფიქრობ, ძალიან მალე შევძლებთ, ამ მრავალწლიან პრობლემას წერტილი დავუსვათ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)