|
2020-09-23 11:23:08, 500 ნახვა
საზოგადოება
SAFE YOU - ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით სარგებლობა „ბილაინის“ აბონენტებს ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი ბილაინის აბონენტებს, ძალადობისგან თავის დასაცავად შექმნილი მობილური აპლიკაციით SAFE YOU სარგებლობა ინტერნეტის გარეშე შეუძლიათ. შედეგად, ხსენებული აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ ეხარჯება ინტერნეტი და სარგებლობა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება. SAFE YOU აპლიკაციის პროექტის ავტორი საქართველოში ორგანიზაცია საფარია. SAFE YOU მობილურის საერთაშორისო აპლიკაციაა, რომელიც ქალებს იცავს ძალადობისგან. აპლიკაციას გააჩნია ე.წ. SOS ღილაკი, რომლის გამოყენებაც ქალს შუძლია საფრთხეში აღმოჩენის და თავდაცვის საჭიროების შემთხვევაში, იმისთვის რომ მის მიერვე წინასწარ დადგენილ კონტაქტებთან, დახმარებისთვის ხმის მიწვდენა შეძლოს. SOS ღილაკზე ერთი დაჭერით, განგაშის უფასო სიგნალი ერთდროულად იგზავნება წინასწარ შეყვანილ სანდო საკონტაქტო პირებთან, სპეციალიზირებულ ქალთა ორგანიზაციებთან და, სურვლისამებრ პოლიციასთანაც. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციას ასევე შეუძლია ხმის აუდიო ჩაწერა, შენახვა და გადაგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლს ექნება დასტური იმისა, თუ რა ფორმით განხორციელდა მასზე ძალადობა. SAFE YOU -ში ასევე შექმნილია ფორუმის ანონიმური სივრცე, სადაც ნებისმიერ კითხვაზე პასუხს და რჩევას პროფესიონალები იძლევიან. SAFE YOU -ში არსებული ქსელის დახმარებით მომხმარებელს შეუძლია არასამთვრობო ორგანიზაციების, უფლებადამცველების, ფსიქოლოგებისა და ქალთა გაძლიერებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციების მოძიება, რომლებიც პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან ძალადობის მსხვერპლებს პრობლემების გადაჭრაში. SAFE YOU -ს ჩამოტვირთვა შესაძლებელია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემის სმარტფონებზე: https://bit.ly/318nSsl (ანდროიდი); https://apple.co/2Z7s3Cq (iOS). ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა, მათ შორის განათლების და ქალთა ეკონომიკური ჩართულობისა და მათთვის შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)