23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 10:42:26, 808 ნახვა

რეგიონი
რუხის საავადმყოფოს სამედიცინო აპარატი გადასცეს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ  რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 35 000$ ღირებულების მრავალფუნქციური ულტრასონოგრაფიის აპარატი გადასცა.

„Philips Affinity 50“  ამერიკის შეერთებული შტატების  სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერაა რეკომენდირებული .  სამედიცინო აპარატი,უმაღლესი  ხარისხის  გამოსახულებით, მგრძნობელობის პროგრამებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების  მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, აშშ_ს ელჩის მოადგილის  მოვალეობის შემსრულებელი კეტრინ შვაიზერი, სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და აშშ-ს თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი სტეფანი ბეგლი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics