|
2015-09-16 13:50:22, 546 ნახვა
საზოგადოება
საეჭვო წარმომავლობის კომპანიები სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მანიპულირებენ
ბოლო პერიოდში საეჭვო წარმომავლობის კომპანიებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელით მანიპულირება დაიწყეს, - ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს საგანგებო განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, საეჭვო წარმომავლობის კომპანიები და პირები ბიზნესოპერატორებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობენ და თავს სააგენტოსთან ასოცირებულ პირებად ასაღებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, თავი შეიკავონ მათთან თანამშრომლობისაგან და ნებისმიერი პირის ვიზიტის შემთხვევაში, მოითხოვონ იდენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაუკავშირდნენ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. „სურსათის ეროვნული სააგენტო არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინარულ-სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე და ნებისმიერი სხვა პირისა თუ ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული სერვისები არის მხოლოდ პირადი ინიციატივა და არა სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნა. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, ნებისმიერი საეჭვო შეთავაზების შემთხვევაში, დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 291 91 68“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)