|
2020-09-22 13:42:32, 536 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი ცენტრის პროექტის ფარგლებში იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
იუსტიციის სახლსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო გიორგაძემ და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხოდელმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანი „ლიბერთი ბანკსა“ და საზოგადოებრივ ცენტრებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა, რაც საზოგადოებრივი ცენტრების მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ ახალი და გაუმჯობესებული სერვისები. საზოგადოებრივი ცენტრების სივრცე − საკონფერენციო დარბაზები, ელექტრონული ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ტექნიკა, იუსტიციის სახლისა და „ლიბერთი ბანკის“ ერთობლივი პროექტების ფარგლებში, გამოყენებული იქნება კულტურული და სოციალური ღონისძიებებისათვის როგორც პირისპირ შეხვედრების, ისე დისტანციურ ფორმატში. ცენტრების საკადრო რესურსის გამოყენებით მოსახლეობა დეტალურ ინფორმაციას მიიღებს არა მხოლოდ საჯარო სერვისების, არამედ საბანკო პროდუქტების შესახებაც. „ლიბერთი ბანკი“ რაიონების მცხოვრებთ, კონკრეტულად, მათი რაიონის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოდიფიცირებულ ახალ მომსახურებებს შესთავაზებს, რომელთა დანერგვაც ამა თუ იმ ქალაქის, დაბისა და სოფლის მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ეს სერვისები, ისევე როგორც სხვა კერძო და საჯარო სექრტორის 250-ზე მეტი სერვისი, საზოგადოებრივ ცენტრებში იქნება ხელმისაწვდომი. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით იღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, არეგისტრირებს უძრავ ქონებას და სარგებლობს კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალებით. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო ხდება; საზოგადოებრივ ცენტრებში იზრდება „ლიბერთი ბანკის“ სერვისების მრავალფეროვნება და ფართოვდება სოციალური და კულტურული ღონისძიებების მასშტაბები, რომელთაც საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობით შესთავაზებს. საზოგადოებრივი ცენტრები მომავალშიც გააგრძელებს მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული ინოვაციური სერვისების დანერგვას.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)