|
2015-09-16 12:55:52, 621 ნახვა
საზოგადოება
კვირის დოკუმენტი - მარო თარხნიშვილის მოგონება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საღამოზე
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია ცნობილი ქართველი მომღერლის, მარო თარხნიშვილის მოგონება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საღამოზე. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა კონცერტი და შემდეგ - ბანკეტი. კონცერტში მონაწილეობდნენ: ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ნიკო გოცირიძე, ვასო აბაშიძე, ნინა მაღალაშვილი, ბაუერზაკსი, დები თარხნიშვილები. კონცერტის შემდეგ გამართული სუფრის თამადა იყო ნოე ჟორდანია, „იმ დროის მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველანი იყვნენ“. ”ლეკური ითამაშა ქაქუცა ჩოლოყაშვილმა. დამიკრა თავი, არ გამივიდა უარი. როგორც ერთი წრე შემოუარეთ (გვარი არ მახსოვს) მთლიანად ჯარის უფროსმა ჩამოართვა ჩემი თავი ... თან მახლდა მეუღლე დიმიტრი ზაალის ძე თარხან-მოურავი. შეიკრა შუბლი, იეჭვიანა ნამდვილათ და ძალიან უსიამოვნოთ გახდა, რამაც ჩემზედ იმოქმედა. ასე ჩუმათ ჩავატარეთ ის წყენა და სახლში მშვიდათ დავბრუნდით”. მოგონება დაცულია მარო თარხნიშვილის პირად ფონდში. „კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე, ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)