17:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-21 17:18:57, 743 ნახვა

სამართალი
ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულების ადვოკატის თქმით, საქმეში არსებობს უამრავი ვიდეოჩანაწერი, თუმცა არც ერთი მათგანი არ ადასტურებს მისი დაცვის ქვეშ მყოფების მხრიდან დანაშაულის ჩადენას.

„საქმეში არსებობს უამრავი ვიდეოჩანაწერი, თუმცა არც ერთი მათგანი არ ადასტურებს მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას. მე გეტყვით, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ ბრალდებულების ვალი და როდესაც მოხდა ვალის მოთხოვნა იმისათვის, რათა აერიდებინათ ვალდებულება და არ გადაეხადათ, განახორციელეს ცრუ დასმენა თითქოს მათზე განხორციელდა შანტაჟი და ძალადობა“, - განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

პროკურორის განცხადებით, დაცვის მხარის პოზიცია, რომ ბრალდების მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არ მოეპოვება სათანადო მტკიცებულებები, სიცრუეა.

„დაცვის მხარის პოზიციას თითქოს ბრალდების მხარეს სისხლის სამართლის საქმეში არ მოეპოვება სათანადო მტკიცებულებები, რაც ცალსახად ადასტურებს თითოეული ბრალდებულის ბრალადშერაცხული დანაშაულის ქმედების ჩადებას არის სიცრუე“, - განაცხადა გრიგოლ ნინიაშვილმა.

ცნობისთვის, ტაჯიკი ბიზნესმენების გატაცების საქმეზე დაკავებულია მეოთხე პირიც, რომელიც გუშინ დააკავეს და მას ბრალს დღეს წარუდგენენ ბრალს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics