23:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-20 18:00:21, 940 ნახვა

კომენტარი
მეუფე ანტონი - ეს ხელისუფლება არის ღვთისგან, არავის შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ

„ეს ხელისუფლება არის ღვთისგან, არავის შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და როგორ მივიდეთ“ , - ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებულ ხელისუფლების ნებისმიერ ღონისძიებაზე მივლენ.

„შეეგუეთ, რომ ჩვენ ყველა დროში, ჩვენი თავაზიანობის მიზნით, არსებულ ხელისუფლებასთან ნებისმიერ ღონისძებაზე, სადაც ჩავთვლით საჭიროდ, ყველა დროში ვიქნებით. ხაზს ვუსვამ, თუ ისინი არ ითაკილებენ ეკლესიასთან ნორმალურ და ცივილიზებულ ურთიერთობას. 

ნუ სურთ ვიღაც მავან და მავანებს, რომ თავისებური ინტერპრეტაციებით ეს გამოიყენონ ისევ ეკლესიის წინააღმდეგ. არავისი შესაკითხი არ გვჭირს, სად მივიდეთ და ვისთან მივიდეთ. ეს არის არსებული ხელისუფლება, რომელიც არის ღვთისგან და ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას ჩათვლით ღვთისგან.

სამწუხაროდ, არიან ოპოზიციური პარტიები, ჯერ არ მოსულან სათავეში და უკვე რა ამბავში არიან. ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ და იმასთან უფრო კარგი და ნორმალური დამოკიდებულება გვაქვს, ვისთანაც ჩვენთან აქვს“ ,  - განაცხადა მეუფე ანტონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics