|
2020-09-20 16:12:37, 680 ნახვა
საზოგადოება
თბილისი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა
დედაქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, ვაკის პარკიდან პირველი რესპუბლიკის მოედნამდე ველომსვლელობა გაიმართა, რომელშიც თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე მონაწილეობდა. მაია ბითაძის განცხადებით, ამ სახის ინიციატივებს მერია მხარს მომავალშიც დაუჭერს. „ყველა ჩვენი პარტნიორი, როგორც საერთაშორისო, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები, დღეს ჩვენთან ერთად არიან. ვფიქრობ, თითოეული ასეთი ღონისძიება ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ცნობიერების ამაღლებასა და იმ საქმეში, რასაც სუფთა თბილისი და სუფთა ჰაერი ჰქვია“,- განაცხადა მაია ბითაძემ. მობილობის ევროპული კვირეულის მოწოდებაა „ნულოვანი გამონაბოლქვი, მოძრაობა ყველასათვის“. ღონისძიება „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით და გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. 2002 წლიდან, სექტემბერში, ევროპის ბევრი ქალაქი მობილობის ევროპულ კვირეულს აღნიშნავს. კამპანია შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს ქალაქებისთვის, მოსახლეობას წარუდგოს მდგრადი მობილობის ალტერნატივები და ახსნას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქი. კვირეულის ფარგლებში, ხდება ახალი სატრანსპორტო ღონისძიებების წარდგენა და ინფორმაციის გავრცელება მომხდარ და დაგეგმილ ცვლილებებზე. თითოეული მათგანის მიზანია, სატრანსპორტო სისტემის მდგრადი განვითარების გზით მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
ტრამპმა თანაშემწეებს განუცხადა, რომ მზად იყო ირანთან ომი ბირთვული შეთანხმების გარეშე დაესრულებინა
პენტაგონმა მოითხოვა, რომ ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დააჩქაროს იარაღის წარმოება
აშშ-მ თურქეთს უკრაინისთვის 12 HIMARS-ის 2500 ჭურვით და 70 ATACMS-ის კასეტური საბრძოლო მასალის მიყიდვის ნებართვა მისცა
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)