|
2020-09-19 10:39:38, 630 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - ანაკლიის პორტის მშენებლობა შეჩერებულია რუსეთისადმი მაამებლობის გამო
„დღეს ამ პორტის მშენებლობა შეჩერებულია, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი რამის გამო, ეს არის მაამებლობა რუსეთისადმი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. უგულავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მისი გუნდის ამოცანა იქნება ამ პორტის აშენება. „ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ აქ, ზუსტად ამ ტერიტორიაზე, ბატონმა ივანიშვილმა, რუსების დავალებით გააჩერა პორტის მშენებლობა, პორტი, რომელსაც უნდა დაესაქმებინა არამარტო ზუგდიდი, არამედ მთლიანი სამეგრელო და ვინ იცის, იმერეთიდან და გურიიდან უამრავი ჩვენი თანამოქალაქე. დღეს ამ პორტის მშენებლობა შეჩერებულია, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი რამის გამო, ეს არის მაამებლობა რუსეთისადმი და აუტანლობა ყველა განსხვავებულისადმი, რომელიც არ ემორჩილება ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა დავდოთ პირობა, რომ როგორც კი ივანიშვილს მოვიშორებთ, ავაშენებთ ამ პორტს და ეს პორტი იქნება სიმბოლო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, ჩვენი განვითარების და უამრავი სამუშაო ადგილის და ახალი პერსპექტივების გაჩენის. ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს, იმიტომ, რომ ეს პორტი არ იყო მხოლოდ პორტი ამ ქვეყნისთვის, ეს იყო სიმბოლო განვითარების და გაერთიანების და ყველაფერი წინააღმდეგი იმის, რის წინააღმდეგაც დღეს გამოდის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)