|
2020-09-18 22:10:54, 639 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ინფიცირების მაშინდელი 20 შემთხვევა, დღევანდელ გაზრდილ შემთხვევებზე გაცილებით შემაშფოთებელი იყო - ამოუცნობ პრობლემასთან და გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეტალურად განმარტა, თუ რატომ მიიღო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები ინფიცირებულთა ნაკლები რიცხვის შემთხვევაში და ახლა, ინფიცირებულთა გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, რატომ ამუშავებს ეკონომიკას. ამ საკითხზე პასუხი ნათია თურნავამ ფრაქცია „ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის კითხვას გასცა. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, თავის დროზე, როდესაც დაიწყო პანდემია და არავინ იცოდა მსოფლიოში, თუ რასთან გვქონდა საქმე და როგორ უნდა გამკლავებოდნენ ამ გამოწვევას, მთავრობას რომ არ მიეღო ის მკაცრი ზომები, რაც მიიღო, რა თქმა უნდა, საქართველო ვერ იქნებოდა ქვეყანა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ანტიპანდემიური ღონისძიებები გატარდა. „სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა ვართ. მაშინდელი 20 შემთხვევა მთელი მსოფლიოსთვის გაცილებით უფრო შემაშფოთებელი იყო და მათ შორის საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ამოუცნობ პრობლემასთან და გამოწვევასთან გვიწევდა გამკლავება, ვიდრე დღევანდელი საქართველოსთვის თუნდაც 150 ან 160 შემთხვევა, რომლებსაც ჩვენ ყოველგვარი პანიკის გარეშე, აუღელვებლად, დღეს მხოლოდ წერტილოვანი ზომების მეშვეობით ვმართავთ, რადგან გვაქვს უფრო მეტი მომზადება, უფრო მეტი ცოდნა, მართვის სხვადასხვა ბერკეტი ამოქმედებული, ტესტირება და მართვის შესაძლებლობები ჯერადობით გაზრდილი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, ამიტომაც დღეს, თუნდაც ინფიცირების მეტი მაჩვენებლის შემთხვევაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ გადავედით ადაპტაციის პერიოდზე. „და როგორც არ უნდა დაგვისვათ კითხვა, არ შევზღუდავთ ეკონომიკას - ეკონომიკა იმუშავებს", - განაცხადა მინისტრმა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)