|
2020-09-18 13:08:33, 881 ნახვა
კომენტარი
თურნავა ბოკერიას: თავს მემარჯვენეობაზე დებთ და საბჭოთა „ურავნილოვკის“ პრინციპს გვთავაზობთ
პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს მემარჯვენეობაზე დებს, საბჭოთა „ურავნილოვკის“ პრინციპს გვთავაზობს, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას კითხვას გადასახადების დაწევის საკითხთან დაკავშირებით. მინისტრმა ბოკერიას მიმართა კითვით, რატომ უნდა გაუნახევრდეს დეპუტატს საშემოსავლო გადასახადი, მითუმეტეს ის დისტანციური მუშაობის რეჟიმში იყო. „რატომ უნდა გაგინახევრდეთ თქვენ საშემოსავლო გადასახადი? რატომ უნდა გაგიკეთდეთ პარლამენტის წევრს შეღავათი, რამდენადაც ვიცი დისტანციური მუშაობის რეჟიმში იყავით. შესაბამისად, მე ვფიქრობ რომ ეს არის უსამართლობა. იგივე მიდგომა გაქვთ ქონების გადასახადთან დაკავშირებით, საერთოდ წლის ბოლომდე გავანულოთ ქონების გადასახადიო ამბობთ. 430 მილიონს ველოდებით ბიუჯეტში ქონების გადასახადიდან. არ მესმის რატომ არ უნდა გადავახდევინოთ გადასახადი მსხვილ ბიზნესს, ან ყველა დარგს, ან იმ საწარმოებს, ვინც კოვიდის მიუხედავად შეუფერხებლად მუშაობდა. გემახსოვრებთ ბატონო გიგა ტერმინი, ეს არის საბჭოთა „ურავნილოვკის პრინციპი“ და ძალიან მიკვირს, პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს დებს მემარჯვენეობაზე, „საბჭოთა ურავნილოვკის“ პრინციპს გვთავაზობს. თქვენი ინიციატივები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არის მინუს მილიარდ ექვსასი მილიონი ლარი დაკარგული ბიუჯეტისთვის. არ ვიცი რამდენად პასუხისმგებლიანია და რას ეფუძნება. თქვენ არ ხართ მარტო ამ ინიციატივებში, თქვენი კოლეგებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ ინიციატივა აქვთ, რომ საერთოდ გავაუქმოთ ქონების გადასახადი და საშემოსავლო. ეს ჩამონათვალი თქვენი ინიციატივების ერთ რამეზე მეტყველებს, რომ თქვენ, თქვენი პოლიტიკური ძალა ძალიან კარგად, საღად, ობიექტურად აფასებთ საკუთარ პერსპექტივებს ამ არჩევნებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)