02:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 19:14:07, 3885 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრში ერთმანეთს  საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლები შეეჯიბრნენ.

ასპარეზობა 57, 61, 65, 70, 74, 86, 97 და მაქს. წონა 125 კგ-მდე წონითი კატეგორიების მიხედვით დაიყო.  შეჯიბრში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში შიდა ჩემპიონატების საშუალებით გამოვლენილმა გამარჯვებულებმა მიიღეს. აღნიშნული ტურნირისთვის თითო წონით კატეგორიაში ქვედანაყოფებიდან ორ-ორი სამხედრო მოსამსახურე იქნა შერჩეული.

ტურნირი საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა.  ასპარეზობას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ. გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ საპრიზო ადგილებზე გადანაწილდნენ. გუნდური პირველობა და შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონის ტიტული სპეციალური ოპერაციების ძალებს ხვდა წილად - მათ გამარჯვება სამ წონით კატეგორიაში მოიპოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics