|
2020-09-18 11:04:51, 2146 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 34 თბილისში გამოვლინდა
კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევიდან 34 თბილისში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, აჭარაში კოვიდ19-ის 129 ახალი შემთხვევაა, იმერეთში კი, 11. „ქვეყანაში გახლდათ 2937 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 182 და დღევანდელი მონაცემებით არის 3119 დადასტურებული შემთხვევა. 182 დადასტურებული შემთხვევა ასე ნაწილდება: აჭარა არის 129, აქედან ბათუმი გახლავთ 114, 11 გახლავთ ქობულეთი, 3 ქედა და ერთი გახლავთ შუახევი, თბილისი არის 34 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთში გახლავთ 11, ქვემო ქართლში, რუსთავის სახით, არის 4, გურიაში 3 და კახეთში 1“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)