13:25 - 07 Jul, 2026
|
2020-09-17 11:54:25, 9435 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - პირბადე უფრო ძლიერი დაცვის საშუალებაა, ვიდრე შეიძლება გახდეს ვაქცინა
პირბადე უფრო ძლიერი დაცვის საშუალებაა, ვიდრე შეიძლება გახდეს ვაქცინა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ პანდემიის პერიოდში პირბადე მათი ცხოვრების წესი იყო. „დღეს ყველაზე გავლენიანი ადამიანის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის საინტერესო მესიჯი გამოქვეყნდა, რომელმაც თქვა, რომ ამ ინფექციის გავრცელებისგან პირბადე უფრო მეტად იცავს, ვიდრე ვაქცინა. ხაზს ვუსვამ, პირბადე უფრო ძლიერი დაცვის საშუალებაა ვიდრე შეიძლება გახდეს ვაქცინა. ამიტომ მოვუწოდებ მოქალაქეებს ამ პანდემიის პერიოდში პირბადე გახდეს ჩვენი ცხოვრების წესი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)