|
2020-09-16 17:40:33, 939 ნახვა
კომენტარი
ხატია წილოსანი: უხერხულია, როდესაც პოლიტიკური პარტია საკუთარი მიზნების მისაღწევად ქვეყანაში პანდემიიდან არსებულ სიტუაციას იყენებს
უხერხულია, როდესაც პოლიტიკური პარტია საკუთარი მიზნების მისაღწევად ქვეყანაში პანდემიიდან არსებულ სიტუაციას იყენებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა განაცხადა. „არარეალურია და ძალიან უხერხულია, როდესაც პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ძალა საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს ქვეყანაში დღეს არსებულ მგრძნობიარე სიტუაციას, რაც კოვიდ 19-ის პანდემიამ განაპირობა. მინდა აღვნიშნო, პროგნოზების მიხედვით, ჩვენ ველოდებით 180 000 ტონაზე მეტ ყურძენს და როდესაც პოლიტიკური ძალა საუბრობს იმაზე, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა 1 კგ ყურძენზე დღეს არსებულ სუბსიდიაზე, დამატებით კიდევ გასცენ 80 თეთრი, ძალიან უხერხულია და უპასუხისმგებლობაა. ფერმერები არიან გონიერი ადამიანები, მათ იციან როგორ ხდება სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებით ქვეყანაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ეტაპობრივი განვითარება. ისიც იციან, რომ დღეის მდგომარეობით, 40-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ქართული ღვინო და პანდემიის გამო არსებული გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფოს სწორი პოლიტიკით, ამერიკის, პოლონეთის და ლატვიის ბაზრებზე, დადებითი ტენდენციები ექსპორტის კუთხით შენარჩუნებულია. ძალიან კარგად მოეხსენება ჩვენს ხალხს, თუ რა პირობები და მდგომარეობა იყო წინა წლებში და 2013 წლიდან, რა ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ ფერმერების შემოსავლები გაზრდილიყო და ქონოდათ იმის შესაძლებლობა, რომ უკეთეს პირობებში, ორგანიზებულად, შეფერხებების გარეშე მოეხდინათ თავიანთი პროდუქციის რეალიზაცია. მინდა ხაზი გავუსვა დაზღვევის მექანიზმის მნიშვნელობას. ფერმერებმა კარგად იციან, რომ სეტყვისა და სხვა ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მათ წინაშე არსებული გამოწვევები, აგროდაზღვევის პროგრამაში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული და სახელმწიფოს მხრიდან არის მაქსიმალური მხარდაჭერა. ბოლო წლების განმავლობაში, განხორციელებული სწორი პოლიტიკით და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით, სახელმწიფო თანდათან გამოვიდა სუბსიდირების პროცესებიდან, თუმცა 2020 წელს, საქართველო და ზოგადად, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დადგა, რამაც სუბსიდირების საჭიროება განაპირობა. ბევრ ქვეყანას, რომელთა ეკონომიკის დიდ ნაწილს ღვინის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები წარმოადგენს, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება მოუწია. საქართველოს მთავრობამ პასუხისმგებლიანი მიდგომა გამოიჩინა და არაერთი მიმართულებით, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის სექტორში, ფერმერების მხარდაჭერა გადაწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რთველი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ყოველდღიურად მზარდია გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს მეტი ხარისხიანი პროდუქციის წარმოების, ხოლო ფერმერებს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. დღეისათვის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლის რთველი წარმატებულად მიმდინარეობს“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)