|
2020-09-15 16:55:13, 926 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს დაუჭერს
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, დუშეთში, პარტიის მხარდამჭერებს, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან, ბექა ნათელაშივილი წარუდგინა, რომელსაც ევროპული საქართველო მხარს უჭერს. ბაქრაძის თქმით, რათა არ გაყოფილიყო ხმები და ამით არ ესარგებლა ბიძინა ივანიშვილს, „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მცხეთა-მთიანეთის ოლქში მხარს დაუჭერს ბექა ნათელაშვილს. როგორც მან აღნიშნა, ყოველმა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, ხოლო დღეს ქვეყნის მთავარი ინტერესი გარდამტეხი ცვლილებებია. „ოქტომბრის არჩევნებში ივანიშვილის და ოცნების დასამარცხებლად ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა და ევროპულმა საქართველომ არაერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთვის მთავარია არჩევნების მოგება და არა ვიწროპარტიული ინტერესები. სწორედ ამიტომ, მცხეთა-მთიანეთის ოლქში, იქ სადაც რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატია, ჩვენ აღარ ვაყენებთ ჩვენ კანდიდატს, რათა არ მოხდეს ხმების გაყოფა და ამით არ იხეიროს ქართულმა ოცნებამ და გადაწყვეტილება მივიღეთ მხარი დავუჭიროთ ლეიბორისტული პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს. ვფიქრობ, ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპული საქაღთველოსთვის მთავარი გახლავთ ამ არჩევნებში ივანიშვილის და ქართული ოცნების დამარცხება, რადგან ეს არის გზა ქვეყანას მოვუტანოთ გარდამტეხი ცვლილებები. ამ გარდამტეხი ცვლილებების მოსატანად ჩვენ ვთანამშრომლობთ ოპოზიციასთან და ამ ოლქში მხარს ვუჭერთ ბექა ნათელაშვილს და ვფიქრობ, რომ ეს არის მაგალითი, რომლითაც ჩვენც და სხვა პარტიებმაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ წინა პლანზე დავაყენოთ არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, რომ ოქტომბრის არჩვენები გახდეს ქვეყნის გადარჩენის და ცვლილებების მოტანის საშუალება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)