|
2015-09-15 09:46:15, 649 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა და თამარ სანიკიძემ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება არასრულწლოვან მსჯავრდებულებს მიულოცა. სამინისტროს ინფორმაციით, კახიშვილი #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესთან ერთად ესტუმრა. მინისტრები სასწავლო პროცესს დაესწრნენ, პედაგოგებს შეხვდნენ და დაწესებულების ბიბლიოთეკა, ასევე, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ოთახი დაათვალიერეს. კახა კახიშვილი მსჯავრდებულებს პირადად გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა #11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში განთავსებულ არასრულწლოვნებს, რომლებიც სხვა საგნებთან ერთად, ინგლისურ ენასაც ეუფლებიან, სურვილის შემთხვევაში, ჩინური ენის შესწავლის პროგრამაში ჩართვაც შესთავაზა. „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში. შესაბამისად, ვისაუბრეთ მათთან, რომ ფარ-ხმალი არ დაყარონ, ცხოვრებაში არავინ არაფრისგანაა დაზღვეული. ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის ის ფუნდამენტი, რომელსაც აქ იღებენ. ამიტომაც, ვთხოვ ბავშვებს, იმის მიუხედავად, რომ სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არიან, სწავლისთვის დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, რადგან როცა აქედან გავლენ, შესაბამისი ცოდნა ჰქონდეთ. ჩვენი მხრიდან ისინი ყველა საჭირო საგანმანათლებლო პროგრამით იქნებიან უზრუნველყოფილნი“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. სწავლის დაწყება #11 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს განათლების მინისტრმაც მიულოცა. „მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო სასწავლო წელი, მათ შორის არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაშიც, სადაც 123-ე საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა მიზეზით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იმყოფებიან, მნიშვნელოვანია, რომ განათლებაზე ხელი მიუწვდებათ, ეს მათი უფლებაა. ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა თამარ სანიკიძემ. იგი სხვადასხვა ეროვნების მსჯავრდებულებს შესაბამის ენაზე შექმნილი სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფასაც დაპირდა. სასწავლო პროცესში ამჟამად #11 სარეაბილიტაციო დაწესებულების 25 მსჯავრდებულია ჩართული.
ჟორჟოლიანი: რეფორმატორთა საბჭო „ნაციონალური მოძრაობისგან“ დამოუკიდებლად იმუშავებს
ანკარის სამიტის შემდეგ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა დეკლარაცია მიიღეს
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)