|
2020-09-11 21:16:57, 2408 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ლიდერები „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მხარდაჭერით შექმნილ კომპლექს „ვილა მოსავალში“ იმყოფებოდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და „ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძესა და მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა კერესელიძესთან ერთად, სოფელ ახალუბანში სასტუმრო კომპლექს „ვილა მოსავალში" იმყოფებოდნენ, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტის" მხარდაჭერით შეიქმნა. კომპანიამ ღვინის ქარხნის შესაქმნელად 13 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 1,5 მლნ ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. სასტუმრო კომპლექსის მფლობელობაშია მევენახეობა და ღვინის ქარხანა, რომელიც 18-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს. როგორც კომპლექსის მფლობელმა მიხეილ შეყრილაძემ „ქართული ოცნების" ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, „ვილა მოსავალი" წელიწადში 300 000 ბოთლ ღვინოს ასხამს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახორციელებს, თუმცა სამომავლოდ ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. კომპანიაში 70 ადამიანია დასაქმებული. „ქართული ოცნების" ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მევენახეობა-მეღვინეობის, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარება ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია და მისასალმებელია, რომ ამ მიზნით შექმნილი პროგრამების კონკრეტული შედეგები ყველა რეგიონში ხელშესახებია.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)