02:29 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 15:31:53, 2410 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძე - საქართველო მწვანე ზონაში რჩება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მიუხედავად, მაინც მწვანე ზონაშია.

გამყრელიძე კორონავირუსის შემთხვევების ზრდას მობილობის გაზრდას უკავშირებს.

„საქართველოში კორონავირუსის საერთო ინციდენტობის მაჩვენებლით, ბოლო ორი კვირის განმავობაში, მაინც მწვანე ზონაშია და ყვითელ ზონების საზღვართან იმყოფება. დღეს არის 87 ახალი შემთვევა, რაც პიკური მაჩვენებლია, მაგრამ ყველა უკავშირდება ორ ფაქტორს - ზაფხულში მობილობის ზრდასა და სამასპინძლო დაწესებულებებს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 20-ით გაიზარდა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics