|
2020-09-10 11:24:55, 1680 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ სიაში შევლენ ის ლიდერები, რომლებმაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩააყენეს
„ქართული ოცნების“ სიაში შევლენ ის ლიდერები, რომლებმაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში ჩააყენეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პარტიულ სიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ სიაში იქნებიან ახალი სახეებიც, რათა საზოგადოებას შეექმნას სიახლის ილუზია, თუმცა, ეს ილუზია ვერ მოაგვარებს კრიზისს და მთავარია ქვეყანაში დადგეს გარდამტეხი ცვლილებები. „ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, უიმედობაში და ვერ თავაზობს გამოსაცვალს ამ გაჭირვებიდან და პრობლემებიდან. ამიტომ, როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს საბოლოოდ სია, ნათელია, რომ ამ სიაში იქნებიან ის პოლიტიკური ლიდერები, ვისი პასუხისმგებლობაცაა დღეს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და ფონი და რათქმანდა, იქნებიან ნულოვანი წონის მქონე ახალი სახეები, რომელთა ერთადერთი ამოცანა იქნება ამ სიის გაფერადება და სიახლის ილუზიიის შექმნა. თუმცა, ეს ილუზია ვერ მოაგვარებს კრიზისს, ვერ წაიყვანს ქვეყანას წინ, ამიტომ გამოსავალი არის ერთადერთი, მთლიანად ამ გუნდზე უარის თქმა და ამ არჩევნების გამოყენება იმისათვის, რომ ქვეყანაში დადგეს გარდამტეხი ცვლილებები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნება“ საარჩევნო სიის ოცეულს დაასახელებს.
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)