|
2020-09-08 12:10:44, 14759 ნახვა
ომი უკრაინაში
ბელარუსის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრა
ბელარუსის პრემიერ-მინისტრი რომან გოლოვჩენკო კოვიდ19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით აიცრა, - აღნიშნული ინფორმაცია ადგილობრივი მედიის კორესპონდენტს, მთავრობის მეთაურის პრეს-მდივანმა, ალექსანდრა ისაევამ აუწყა. „პრემიერ-მინისტრი ხუთშაბათს აიცრა კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, თავს გრძნობს შესანიშნავად. სამსახურში პარასკევსაც, შაბათსაც და დღესაც იმყოფება, ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა ალექსანდრე ისაევამ. რომან გოლოვჩენკოს გადაწყვეტილების შესახებ, აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინით, 3 სექტემბერს გახდა ცნობილი. „მე მოხარული ვარ, რომ რომან გოლოვჩენკომ გადაწყვიტა, აიცრას რუსული ვაქცინით. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მიხაილ მიშუსტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)