|
2020-09-08 11:50:05, 14549 ნახვა
ომი უკრაინაში
ბათუმში, იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბათუმში, იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის შენობა დახურულია და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. „ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებულთან კონტაქტებს წარმოადგენენ. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციასა და საკარანტინე სივრცეში და იქ არის გამოვლენილი. გასული 24 საათის განმავლობაში ხოფის ბაზრობას უკავშირდება 3 დადასტურებული შემთხვევა. სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება, ბაზრობა დაკეტილია და ლოკაციაზე გასულია ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. 1 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი. გუშინ ღამით მოხდა შენობის დეზინფექცია, დამუშავება. მოიაზრება დაახლოებით ყველა თანამშრომლის ტესტირება. ვისაც დაუდასტურდება რომ არის ნეგატიური და ყველაზე ნაკლებ შემხებლობაში იყო ამ ადამიანთან, ისინი გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)