19:47 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-07 21:48:09, 3125 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველა ერთად, ფეხზე დავაყენებთ ჩვენს სამშობლოს

„არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველა ერთად, ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს“ , - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა,რომ ის საქართველოში ჩამოვა, მაშინ, როდესაც ეს არ გამოიწვევს არეულობას ქვეყანაში.

„მე ბევრს მეკითხებიან, როდის ჩამოვალ საქართველოში. მე ჩამოვალ ისეთ პირობებში, როცა არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ყველაფერი მშვიდობიანად. თავის დროზე მე ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად და ნამდვილად არ ვაპირებ არეულობას, მაგრამ ის, რომ საქართველო გადასარჩენია, ამაზე ყველა ვთანხმდებით.

ამიტომ, მე არ გავურბივარ პასუხისმგებლობას, მე აუცილებლად თქვენთან ერთად, ყველა ერთად, ფეხზე დავაყენებთ ჩვენს საყვარელ სამშობლოს, საქართველოს. ღმერთი იყოს თითოეული თქვენგანის მფარველი“,  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ეჩმიაძინში სრულიად სომეხთა კათოლიკოს გარეგინ II-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
თურქეთი, საუდის არაბეთი და პაკისტანი „აგრესორების“ წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ: შეთანხმებას ხელი მოეწერა
აშშ-ის დაზვერვა ვარაუდობს, რომ პუტინს შეუძლია უკრაინაში ომის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics